დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/აპრილი/24 20:30:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოში დემოკრატიული პროცესების პროგრესი. მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხები. საუბარი ასევე შეეხება მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და წინამოსამზადებელ პერიოდს.
სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, თომას მელია და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე, პეიჯ ალექსანდერი.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 14:00 საათზე დაწყება, 16:30 საათზე კი პრესისთვის განცხადება გაკეთდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია