დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა გოგორიშვილი - საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია თუ აინტერესებს, მაშინ სააკაშვილთან დაკავშირების პრობლემა არ ექნება
ავტორი:
2014/მარტი/22 15:00:03
საგამოძიებო უწყებას თუ აინტერესებს ინფორმაცია, მაშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირების პრობლემა ნამდვილად არ ექნება და თუ მათ უნდათ შოუს დადგმა , ეს მათი პრობლემაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ვიწრო, პირადი ინტერესები ამოძრავებს.
"ამას ერთადერთი შეფასება აქვს. როგორც ჩანს, ხელისუფლება გაღიზიანებულია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის აქტიურობით და თავითავად ის, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარე სააკაშვილთან მიმართებაში არის რუსეთი და აგერ, მეორე გამოჩნდა- ეს არის ჩვენი ხელისუფლება. იმ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში ასეთი ინიციატივით გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხებში შეგვიშლის თუ არა ხელს მისი პროკურატურაში დაბარება, როგორც ჩანს, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ანერვიულებს დღევანდელ ხელისუფლებას. მათ აქვთ ძალიან ვიწრო, უფრო მეტად პირადული ინტერესები, პირადი დამოკიდებულება, პირადი სიძულვილი და ამას ყველაფერზე მაღლა აყენებენ, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. თუ საქმეთა ჩამონათვალს გადავხედავთ, ძალიან კარგად მიხვდებით ვისზეა ლაპარაკი და რა პირადი ინტერესია ეს", - განაცადა ხათუნა გოგორიშვილმა.
კითხვაზე, უნდა ჩამოვიდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თუ გამოძიებამ ის საზღვარგარეთ უნდა დაკითხოს, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ "საგამოძიებო უწყებას თუ აინტერესებს ინფორმაცია, მაშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირების პრობლემა ნამდვილად არ ექნება და თუ მათ უნდა შოუს დადგმა, ეს უკვე მათი პრობლემაა", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია