დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - გზავნილები, რომლებიც მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აშშ რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად
ავტორი:
2018/მაისი/22 15:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze_4f92b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494455-irakli-kobakhidze-gzavnilebi-romlebic-maik-pompeosgan-movismineth-aris-kidev-erthi-dasturi-imisa-rom-ashsh-rcheba-chvens-strategiul-partniorad.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - გზავნილები, რომლებიც მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რო...", "datePublished": "2018-05-22 11:41:39", "dateModified": "2018-05-22 11:41:39", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze_4f92b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრა ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირებაა.

„ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ მაღალ დონეზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით, რაც არის ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და მკაფიო დემონსტრირება და ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი პომპეოსგან, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება და დარჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია