დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია - არჩევნების დამაჯერებლად მოგება, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია
ავტორი:
2014/მარტი/22 13:30:02
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ხელისუფლების მიერ დამაჯერებლად მოგება, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
საკრებულოს ინფორმაციით, როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კოჰაბიტაციის შემდეგ, იმისთვის რომ მმართველმა ძალამ პასუხისმგებლობა ხელისუფლების ყველა შტოზე აიღოს.
"ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად არსებობს ყველა წინაპირობა, კოალიციის შტაბს ხელმძღვანელობს ეფექტური მენეჯერი კახა კალაძე. თბილისსა და სხვა ყველა ქალაქში კოალიციას ეყოლება კონკურენტუნარიანი კანდიდატები და კოალიციის ყველა სუბიექტი მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და კოალიციამ დაარწმუნოს საზოგადოება, ადგილებზე მისი წარმომადგენლების არჩევის აუცილებლობაში" , - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ პროცესში, კოალიციის მთავარი პარტნიორი იქნება ხალხი, ისევე როგორც ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია