დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში ვიზიტით გაემგზავრება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 09:00:01
../photo/2015_02/00-1MAISI-2014/shveicaria2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456086-shveicariis-konfederaciis-parlamentthan-megobrobis-jgufi-eka-beselias-khelmdzghvanelobith-shveicariashi-vizitith-gaemgzavreba.html", "headline": "შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში ვი...", "datePublished": "2017-10-06 05:04:43", "dateModified": "2017-10-06 05:04:43", "description": "საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 6-8 ოქტომბერს, შვეიცა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MAISI-2014/shveicaria2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 6-8 ოქტომბერს, შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის მიწვევით, შვეიცარიას, კერძოდ, ტიჩინოს კანტონს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ისკო დასენი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში ტიჩინოს კანტონის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.

„შვეიცარიის კონფედერაციაში მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ვიზიტი მე-9 მოწვევის პარლამენტში პირველია. ასეთი სახის ვიზიტები წინა მოწვევის პარლამენტში ორმხრივ ფორმატში განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია