დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის თვეები კი არა, საათებიც კი მნიშვნელოვანია
ავტორი:
2014/მარტი/21 18:00:02
"უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის თვეები კი არა, საათებიც კი მნიშვნელოვანია" , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.
"სასიხარულოა, რომ დღეს ბრიუსელიდან ვატყობინებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ხელმოწერის შესაძლო თარიღმა კიდევ უფრო აქეთ გადმოიწია და დღეს საუბარია ივნისზე. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა - რა მნიშვნელობა აქვს ივნისს, თუ ივლისს, მაგრამ ამაზე პასუხი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მოგვცა, რომ არა თუ თვეებში, არამედ დღეებსა და საათებში წყდებოდა ძალიან ბევრი რამ უკრაინელი ხალხისთვის", – განაცხადა უსუფაშვილმა.
დღესვე, უსუფაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის, ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია