დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/05 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესზე გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია.
საუბარი შეეხო რეგიონალ საკითხებსაც. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა და ქართული მხრიდან მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია