დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/მარტი/21 17:30:04
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. ის ბრიუსელში ყოფნისას ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდება.
ფორუმის ფარგლებში იგეგმება მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. წლევანდელი ფორუმის დღის წესრიგში ევროპისა და ნატოს საკითხებთან ერთად უკრაინის მოვლენებიც დგას.
ბრიუსელის ფორუმი დღეს გაიხსნა და 23 მარტს დასრულდება. ფორუმზე, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, ჩრილოეთ ამერიკისა და ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ლიდერები და ექსპერტები იკრიბებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია