დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კალაძე - გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ქართველმა ხალხმა აირჩია
ავტორი:
2014/მარტი/21 15:00:03
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
"ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, გავხდეთ ევროკავშირის სრუფლებიანი წევრი ქვეყანა. ამ ყველაფრისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და მომავალშიც განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრივ, როგორც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებთ, ყველა რეფორმა იქნება გატარებული, რომელიც ევროკავშირიდან იქნება წამოსული, რადგან გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, არის ის გზა, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა", განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, რთულია შეფასება, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, მაგრამ საქართველო ყველაფერრი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს რუსეთთან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.
"რთულია შეფასების გაკეთება, თუმცა რუსეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს ამისი, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში. რთულია, გააკეთო წინასწარ დასკვნები, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი ჩვენთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გადავიდეთ დიალოგის რეჟიმზე. ამაზე მიგვითითებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმზე და არა იმ პოლიტიკაზე, რაც წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა", - განაცხადა კახი კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია