დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - არჩევნების დანიშვნის გარდა უკრაინაში გამოსავალი არ არსებობს
ავტორი:
2014/თებერვალი/21 00:30:03
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოკერიამ განაცხადა, არჩევნების დანიშვნის გარდა უკრაინაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.
"საბოლოო ჯამში საკმაოდ მოკლე ვადაში თუ არ იქნება არჩევნები, სხვა ნორმალური გამოსავალი, ჩემი შეფასებით, წარმოუდგენელია", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
ბოკერიას შეფასებით, უკრაინაში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჯერ პუტინის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ზეწოლით მიიყვანა იანუკოვიჩის მთავრობა ამ გადაწყვეტილებამდე, შემდეგ კი იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომელმაც ვერ გაუძლო ზეწოლას და ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს ძალადობა დაუპირისპირა.
ამასთან, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დასავლეთის რეაქცია დაგვიანებული იყო.
"მეც ვიზიარებ იმას, რომ რეაქცია პირველ რიგში რუსეთის პოლიტიკაზე საკუთარ სამეზობლოზე საერთო ჯამში დაგვიანებული იყო. ეს ასე იყო უახლესი ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე. გარკვეული ილუზიები და არასწორი გაგებით "პრაგმატული მიდგომები" ზოგიერთ ჩვენს პარტნიორ ევროპულ ქვეყანაში სჭარბობდა და ეს ბოლომდე გადალახული ახლაც არ არის", - მიაჩნია გიგა ბოკერიას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია