დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს იეზიდ მოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
ავტორი:
2014/მარტი/20 19:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს იეზიდ მოქალაქეებს ახალი წლის - "კლოჩე სარე სალეს" დღესასწაულს ულოცავს.
"ჩვენს იეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ამ ტრადიციულ საახალწლო დღესასწაულს "კლოჩე სარე სალეს". ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
"კლოჩე სარე სალე" ეზიდური ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც შუამდინერეთის უძველესი ისტორიიდან მომდინარეობს და იეზიდი ხალხისთვის გაზაფხულის დადგომასთან, ბუნების გამოღვიძებასა და სიცოცხლის განახლებასთან ასოცირდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია