დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
ავტორი:
2014/მარტი/20 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი გარდაბნიდან მიულოცა.
პრეზიდენტი, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩ აზერ ჰუსეინთან ერთად, გარდაბნის კულტურის ცენტრში სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.
პრეზიდენტს გარდაბნელები კულტურის ცენტრთან ტრადიციული აზერბაიჯანული სუფრითა და ტკბილეულით დახვდნენ, გიორგი მარგველაშვილმა ჩაი დააგემოვნა, შენდეგ კი დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
"გილოცავთ ამ ბედნიერ დღესასწაულს; დღესასწაულს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ახლის დაწყებას, ვზეიმობთ იმას, რომ რაც უნდა სირთულეები იყოს, რაც უნდა გასაჭირი იყოს, ყოველ წელს მოდის გაზაფხული, ყოველ წელს მოდის მომენტი, როდესაც ჩვენ იმედით, სიყვარულით, ახლის შენების ემოცია გვიჩნდება. თქვენთან ერთად ვარ დღეს და მეამაყება, რომ დღეს ვდგავართ საქართველოს მოქალაქეები - ქართველები და აზერბაიჯანელები და ვაშენებთ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს, ჩვენ მშვენიერ ქვეყანას. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ველით ძალიან დიდ წარმატებებს, რომელთაც ძალიან მალე მივაღწევთ ყველანი ერთად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს გარდაბანში იმყოფება, მაგრამ აქედან ულოცავს ყველას ვინც "ნოვრუზ ბაირამს" ზეიმობს.
"დღეს მე ვარ გარდაბანში, ჩვენ ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან კეთილ, ძალიან მეგობრულ და ძალიან კარგ მოქალაქეებთან ერთად, მაგრამ ბუნებრივია გარდაბნიდან ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ბაირამის დღესასწაულს, ეს არის გაზაფხულის დღესასწაული, ახლის დაწყების დღესასწაული და მიხარია, რომ ყველანი ერთად, დღეს ვართ ერთიანი ამ სიხარულში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღესვე გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის ცენტრში ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ოჯახს ესტუმრა და პირადად მიულოცა ,,ნოვრუზ ბაირამი."

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია