დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა- ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, მარნეულში ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ
ავტორი:
2017/სექტემბერი/23 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/ugulava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453933-gigi-ugulava-vafrthkhileb-qarthul-ocnebas-marneulshi-erth-khmas-ar-gagayalbebinebth.html", "headline": " გიგი უგულავა- ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, მარნეულში ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ", "datePublished": "2017-09-23 15:24:22", "dateModified": "2017-09-23 15:24:22", "description": "ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის ყველა საარჩევნო უბანში განსაკუთრებული ყურადღება იქნება. ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/ugulava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის ყველა საარჩევნო უბანში განსაკუთრებული ყურადღება იქნება. ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოფელ სადახლოში, მათი მაჟორიტარობის კანდიდატის ცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მარნეულში დამარცხების შიშით კვლავ ძალადობრივ გზას მიმართავს. უგულავას თქმით, მათი კანდიდატის ცემა, ახმედ იმამკულიევს უკავშირდება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება მთლიანად ძალადობრივ საქმეშია ჩაფლული. სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი როვშან ისკანდეროვი და გამგეობის თანამშრომელი მუხამედ ალიბედიევი თავს დაესხნენ სადახლოს ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს, სადაც ასევე იმყოფებოდა მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი. ეს ადამიანები სამძიმარზე იყვნენ მისული და მათ, თითქოს იქ თავისი საფეოდალო აქვთ მოწყობილი, გააპროტესტეს, თუ რატომ მივიდა იმამკულიევი სამძიმარზე, რასაც მოჰყვა ჩხუბი და სამწუხაროდ, ჯგუფურად თავს დაესხნენ ამ ადამიანს, რის შემდეგაც მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მარნეულში პრობლემა უფრო ღრმა არის და მინდა საზოგადოებამ ეს იცოდეს“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, იმამკულიევის უპირატესობას ისიც ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახმედ იმამკულიევის გამარჯვების შიშით მარნეულში მერობის კანდიდატი შეცვალა.

„ახმედ იმამკულიევმა „ქართული ოცნება“ დაამარცხა ორჯერ. 2014 წელს როდესაც ჯოხივით ჩარჭობილი, მოხსნილი კანდიდატი ძალით გაიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლის თანამდებობაზე და 2016 წელს, როდესაც პრაქტიკულად სპეცრაზმით ჩაატარა მარნეულში არჩევნები. როგორც ჩანს, ახლაც ძალადობრივი გეზი აქვთ აღებული. როგორც ჩანს, იმამკულიევის გამარჯვების შიშის გამო შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი. ის რაც დღეს მოხდა არის ყველა ზღვარს მიღმა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს კვლავ დაშინებით, ცემით, მუქარით, სპეცრაზმით მარნეულში არჩევნების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ არ გავქვს ილუზია გამოძიების სწრაფი ჩატარების, ჩვენ მაინც დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას, მაგრამ ამავდროულად ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ მარნეულის ყველა საარჩევნო უბანში განსაკუთრებული ყურადღება იქნება. ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ. თქვენ კარგად იცით, რომ „ევროპული საქართველო“ და ახმედ იმამკულიევი იმარჯვებს მარნეულში, რაც არ უნდა გააკეთოთ, რა უკანონობას და ძალადობასაც არ უნდა მიმართოდ, უკან არ დავიხევთ, იმიტომ, რომ ორჯერ შეირგეთ ასეთი გამარჯვება და მარნეულში, ისევე როგორც მთელს საქართველოში არაფერი არ გააკეთეთ, მესამეჯერ ეს არ გაგივათ. გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“ ახმედ იმამკულიევი გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია