დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალის ავთენტურობის დადგენას ითხოვს
ავტორი:
2014/მარტი/19 23:00:03
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალის ავთენტურობის დადგენას ითხოვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის ადამიანი ნაძირალაა, ვინც მსგავსი კადრების გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა.
"ჟვანიას გარდაცვალების პერიოდში ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო და ამ კადრებს ის ადამიანები იღებდნენ, რომლებიც უშიშროების სამსახურში იყვნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, გაურკვეველი პირების მიერ მსგავსი კადრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატაცებული და გატანილი იქნა, გაურკვეველია, ეს კადრები ვინ გაავრცელა, მაგრამ ეს მათივე ხელწერააა. ამ სურათების გადამღები ვინ იყო და ეს სურათები საგამოძიებო სამსახურების მასალებს ვინ დაურთო, ამის დასკვნა მარტივად შეგვიძლია, მაგრამ საიდან არის გავრცელებული ეს კადრები, ამაზე დაუყონებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს. ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზიზღრობას წერტილი უნდა დაესვას. არ აქვს მნიშვნელობა, ამ კადრების გამვრცელებელი ჩემიანია თუ სხვისიანი, ყველა შემთხვევაში, ვინც ასეთ კადრებს ავრცელებს, ნაძირალაა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა.
ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია