დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის კინოდარბაზში ხვალ ევროპარლამენტის პლენარული სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 18:00:01
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის კინოდარბაზში ხვალ, 14:00 საათზე, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება, რომელსაც პარლამენტის წევრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სტრასბურგში, ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. სხდომაზე ევროპარლამენტი ასევე საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარევიქტორ დოლიძე.
კენჭისყრის პროცედურა თბილისის დროით, 14:00-16:00 საათზე გაიმართება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია