დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კონსტანტინე კუბლაშვილი - მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ მოსამართლეების მიმართ იმუნიტეტი შესუსტდეს
ავტორი:
2014/მარტი/19 17:30:03
მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ მოსამართლეების მიმართ რაიმე იმუნიტეტი შესუსტდეს, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განმარტა, იმუნიტეტის ნაწილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ნაწილი კი კონსტიტუციით არის დაცული.
"იმუნიტეტის დიდი ნაწილი დაცული არის კონსტიტუციით, მოსამართლეების მიმართაც ასეა და პარლამენტის წევრების მიმართაც, მაგრამ რაღაც ნაწილი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შემთხვევაში მოცემულია საპროცესო კოდექსის დონეზე და არა კონსტიტუციის დონეზე. რამდენად სწორია ამის გაუქმება - ეს არის მეორე საკითხი. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ეს არაკონსტიტუციურია, თუმცა არაკონსტიტუციური არის თუ არა, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, ეს არის კონკრეტული ადამიანების მიდგომა, პარლამენტის წევრებისა, რომ საპროცესო კოდექსში რაც არის მოცემული, ეს არის არაკონსტიტუციური, თუმცა არსებობს სხვა მიდგომაც, რომ ეს ასე არ არის, პირიქით, იმუნიტეტის რაღაც ნაწილს ერთი დონის კანონი განსაზღვრავს და დიდ ნაწილს უმაღლესი კანონი, უზენაესი კანონი კონსტიტუცია. რა მოხდება მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე, პირადად, ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ მოსამართლეების მიმართ რაიმე იმუნიტეტი შესუსტდეს, რადგან ისედაც არ აქვთ განსაკუთრებული იმუნიტეტი პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით და ამიტომაც არავითარ შესუსტებაზე აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს", - აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მას აქვს წინადადებები, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარადგენს.
"ჩემს წინადადებებს უკვე ვამზადებ და თქვენთვისაც ცნობილი გახდება, ჩემი აზრით რა არის საჭირო, რომ მოსამართლის იმუნიტეტიც და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები როგორ უნდა განმტკიცდეს კიდევ უფრო კონსტიტუციის დონეზე. ამ კუთხით შესაძლებელია იმის გაკეთებაც, რომ ის რაც არის კანონმდელობის დონეზე, ეს გარანტიები კონსტიტუციის დონეზე ავიდეს მოსამართლეებისათვის, რომ უფრო ხელშეუხებელი იყოს ეს ნორმები და პარლამენტს არ ჰქონდეს საშუალება, ჩვეულებრივი უმრავლესობით რაღაც ცვლილება გააკეთოს კანონმდებლობაში და ისე გააუქმოს რაღაც, რაც მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას ეხება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია