დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქუთაისის ვიცე-მერებმა თანამდებობები შეინარჩუნეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 19:21:02
ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიამ ქალაქის ვიცე-მერები შეარჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე სამ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში ვიცე-მერების მოვალეობის შემსრულებლები თენგო თოფურიძე, კონსტანტინე ლომიძე და გია შარაბიძე  გავიდნენ. თოფურიძე მერიაში ინფრასტრუქტურულ სფეროებს ჩაიბარებს, ლომიძე -სოციალურს, ხოლო ეკონომიკის ბლოკს გია შარაბიძე წარუძღვება. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, ვიცე-მერობის მსურველები სხვებიც იყვნენ. "თუმცა ამ ადამიანებმა იმდენად კარგად გაართვეს კონკურსს თავი, რომ ისინი შევარჩიეთ,“ - ამბობს მარგველაშვილი. კონკურსი არ ეხებოდა მეოთხე ვიცე-მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს, რომელიც თამაზ მარგველაშვილის თქმით, თანამდებობაზე უვადოდ არის დანიშნული.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია