დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად სოსო ბაღათურია ინიშნება
ავტორი:
2014/მარტი/18 15:00:02
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან სამადაშვილს სოსო ბაღათურია შეცვლის. ბაღათურიას დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, სოსო ბაღათურია სასამართლო სისტემაში მუშაობდა, კერძოდ მოსამართლე იყო.
რაც შეეხება ლევან სამადაშვილს, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით მიიღო და, არსებული ინფრომაციით, კერძო სექტორში გააგრძელებს მუშოაბას.
სამადაშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ბოლო სამუშაო შეხვედრებს პარასკევს, 21 მარტს გამართავს.
საკითხების გადაბარების პროცესი გასული კვირის ოთხშაბათიდან, მის შემცვლელთან უკვე მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია