დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ
ავტორი:
2018/მაისი/07 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/dzidziguri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491859-zviad-dzidziguri-da-nino-goguadze-oficialuri-vizitith-amerikis-sheerthebul-shtatebshi-gaemgzavrnen.html", "headline": " ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ", "datePublished": "2018-05-07 16:13:11", "dateModified": "2018-05-07 16:13:11", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/dzidziguri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფიციალური მოწვევით ხორციელდება და პირველი შეხვედრა გაიმართება ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტეფან ნიქსთან.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში. შეხვედრები შედგება კონგრესმენებთან - დევით პრაისთან, პიტერ როსკამთან და სკოტ პერისთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას, ქვეყნებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას; ამერიკის როლს და მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებში და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში.

დელეგაციის წევრები ამერიკელ კოლეგებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესზე, ასევე, ახალი „სამშვიდობო ინიციატივის“ შესახებ ისაუბრებენ.
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე შეხვდებიან ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების ჰერიტიჯიდა რამსფელდის წარმომადგენელებს.
შეხვედრებს გამართავენ რამსფელდის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან სარა კონანტ-ტონუჩისთან, კვლევითი ორგანიზაციის „Heritage Foudation”- ის წამყვან ექსპერტთან ლუკ კოფისთან, ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტთან დოქტორ რიჩარდ ვეიტზთან, NED-ის (National Endowment For Democracy) ექსპერტთან, რუსეთის და ევრაზიის დირექტორთან დოქტორ მირიამ ლანსკოისთან.
ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) მიერ ორგანიზებულ, მადლენ ოლბრაითის კონფერენციაზე -„ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტა პოლიტიკაში“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია