დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სპეკულაციას არ მივეცეთ
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/zurabishvili-salome.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465275-salome-zurabishvili-dghes-ar-aqvs-mnishvneloba-nakhsenebi-pirovneba-chataevi-iyo-thu-ara-mnishvnelovania-is-rom-spekulacias-ar-miveceth.html", "headline": "სალომე ზურაბიშვილი - დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია...", "datePublished": "2017-11-27 17:53:16", "dateModified": "2017-11-27 17:53:16", "description": "ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/zurabishvili-salome.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის საჭირო პოლიტიკური სპეკულირება ისეთი საკითხებით, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოებაა. ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი თემების განხილვა არც ამერიკის და ევროპის ქვეყნებშია მიღებული.

„იმ დროს, როცა ასეთი ამბები ხდება, არც ამერიკაში და არც ევროპის ქვეყნებში არ ხდება თემის განხილვა. ტყუილად არ არიან FBI-ს წარმომადგენლები ჩამოსული საქართველოში. კითხვებს გაეცემა პასუხები, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს ახლა უნდა მოხდეს. მეც მაქვს კითხვა, მაგრამ არ ვიცი როდის მექნება პასუხი. ჩემი კითხვაა, რა მზადდებოდა საქართველოში? თუ რაიმე მზადდებოდა, მაშინ ის სახლი არ იქნებოდა ობიექტი, ობიექტი იქნებოდა სხვა. თუ ეს იყო ტრანზიტული? იარაღის შეგროვება აქ, რომ გადატანილიყო სხვაგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „ეს იყო საერთაშორისო ტერორიზმი“.

„ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის ხელწერა. დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სპეკულაციას არ მივეცეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია