დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - გიორგი მარგველაშვილის რაიმე ტიპის ურთიერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" წარმოუდგენელია
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 11:00:03
გიორგი მარგველაშვილის რაიმე ტიპის ურთიერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ესაა წარმოუდგენელი და დაუჯერებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში", ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
უსუფაშვილი ყველას ურჩევს, რომ "ამაზე საუბრით დროს ნუ დაკარგავს".
"გიორგი მარგველაშვილის რაიმე ტიპის ურთიერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან, ესაა წარმოუდგენელი, დაუჯერებელი და ყველას ვურჩევ, დროს ნუ დაკარგავს ამაზე საუბრით. არა მგონია, ან ივანიშვილთან, ან ღარიბაშვილთან, ან სხვა ვინმესთან განსხვავებული პოზიცია მქონდეს იმ ნაწილში, რომ გიორგი მარგველაშვილი არის შეკრული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და რაღაცა თამაშს თამაშობს "ოცნების" წინააღმდეგ - ამის არავის არ სჯერა. "ნაციონალური მოძრაობა" ერთი მხრივ, ისე როგორც სხვა ოპოზიციური ძალა გააკეთებდა ამას და მეორე მხრივ, როგორც ძალიან თავგზააბნეული და ორიენტირდაკარგული პოლიტიკოსთა გუნდი, რა თქმა უნდა, ცდილობს, ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, პატარა ნაპრალი თუ დაინახა, იმაში დიდი სოლი ჩაასოს და მერე ურო ურტყას, უძახოს, რომ კრიმინოგენური ვითარებაა, დაიქცა ქვეყანა, ამნისტიით გამოშვებულმა ხალხმა რა გვიქნა (თუმცა ამნისტიით პრეზიდენტმა მეტი გამოუშვა ქუჩაში წლების განმავლობაში თუ პარლამენტმა ერთი გადაწყვეტილებით, ეს იქნებ ვინმემ შეისწავლოს). ესაა ოპოზიციის დანიშნულება, ტაქტიკა, მაგრამ ჩვენ იმდენი ჭკუა უნდა გვეყოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდას არ წამოვეგოთ და არ ავყვეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმაში, თუ რა სურს გიორგი მარგველაშვილს ამ ქვეყანაში, ეჭვი არც 20 წლის წინ ეპარებოდა და არც ახლა ეპარება.
"როგორ ვხედავ მე გიორგი მარგველაშვილს? – გეტყვით გულწრფელად, რომ მარგველაშვილის ღირებულებით სისტემაში და მის განზრახვაში, თუ რა უნდა ამ ქვეყანაში და როგორ უნდა, არც ერთი წლის წინ მეპარებოდა ეჭვი, არც 20 წლის წინ და არც ახლა მეპარება. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებში კონკრეტულ ქმედებებს სწორია თუ არა, შეესაბამება თუ არა იმ კომპეტენციას, რომელიც კონსტიტუციამ პრეზიდენტისთვის განსაზღვრა, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტად არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილი მმართველი გუნდიდან გაირიცხა, გაირიყა და ახლა მასთან კონკურენტულ რეჟიმში უნდა იყოს.
"მისი როლის და ფუნქციის გარკვევისთვის გიორგისაც დრო დასჭირდა, ჩვენც დრო დაგვჭირდა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია