დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩი შვედეთში სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოებს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/17 18:00:03
შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში შვედეთის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოსა (Business Sweden) და შვედეთის სავაჭრო საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.
კონსტანტინე ქავთარაძე სტუმრებს ესაუბრა შვედეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო დინამიკაზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და იმ სფეროებზე, რომელიც შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს შვედური ინვესტიციებისთვის.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელისმოწერის საკითს, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
სტუმრებს შორის იყვნენ ვაჭრობის ეროვნული საბჭოს დირექტორი მიკაელ კოხი და Business Sweden-ის ვიცე პრეზიდენტი გეეტალი ჩატვალ-იონსონი, ასევე, ორივე სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების მენეჯერები ოსა კრისტიანსონი, იან ოლსონი, გუნილა ჰულტი და კაიშა იოჰანსონი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბირგერ კარლსონი.
სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის გამართონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული სემინარები და სასწავლო ვიზიტები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აქტიურად შეუწყობენ ხელს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებას.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა მიღება. საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია