დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოზარ სუბარი - ნარკოტიკის გამავრცელებელი თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერია
ავტორი:
2018/აპრილი/02 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/subari2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486270-sozar-subari-narkotikis-gamavrcelebeli-thithoeuli-chveni-moqalaqisa-da-zogadad-kacobriobis-mteria.html", "headline": "სოზარ სუბარი - ნარკოტიკის გამავრცელებელი თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერია", "datePublished": "2018-04-02 09:16:54", "dateModified": "2018-04-02 09:16:54", "description": "ნარკოტიკის გამავრცელებელი არის თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერი, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/subari2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნარკოტიკის გამავრცელებელი არის თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილის, ირაკლი ქორიძის დაკავებასთან დაკავშირებებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, როცა საუბარია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, უნდა გამკაცრდეს ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.

„ზოგადად, მემგონი, მთელი ქართული საზოგადოება შეთანხმებულია ერთ რამეზე, რომ როდესაც, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზიაციაზე ვსაუბობრთ, რაც აუცილებლად გასატარებელია, ამავდროულად, უნდა გავამკაცროთ ბრძოლა ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მომავალსა და მომავალ თაობას საფრთხეს უქმნიან. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადგენს ყველა დეტალს და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ზოგადად, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნარკოტიკის გამავრცელებელი არის თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერი“, - განაცხადა სუბარმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია