დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა აღიარების კომისიის მუშაობის განახლებას ითხოვენ
ავტორი:
2014/მარტი/17 16:00:02
პატიმრობიდან გათავისუფლებული რამდენიმე პირი "პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა აღიარების კომისიის" მუშაობის განახლებას ითხოვს.
უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პატიმრობიდან გათავისუფლებულ რამდენიმე პირთან: ვახტანგ მაისაიასთან, კობა კობალაძესთან, ნორა კვიციანთან, მაია თოფურიასთან და ამირან ქადაგიშვილთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა. მათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან 2012 წლის 5 დეკემბრამდე არსებული "პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა აღიარების კომისიის" მუშაობის განახლება და კიდევ რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
"შეჩერდეს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილთა მიმართ უკანონო განაჩენების აღსრულება და ქონებების ჩამორთმევა", - დიმიტრი ლორთქიფანიძემ. პრესკონფერენციაზე, ამირან ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი საქმეების განხილვამდე უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება იმ პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებმაც მათი საქმეების წარმოებასა და განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
ამასთან, ყოფილი პატიმრები პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ. პატიმრები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ დე-ფაქტოდ არიან პოლიტპატიმრები და მათი სტატუსი განსაზღვრული არ არის. მათივე თქმით, ისინი ციხეებიდან 2012 წლის 5 დეკემბრამდე გათავისუფლდნენ, სანამ პარლამენტის მიერ 200-მდე პოლიტპატიმრის ამინისტიით გათავისუფლება მოხდებოდა.
პრესკონფერენციაზე, ნორა კვიციანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს პასუხი კითხვაზე - რატომ იმყოფებოდა 6 წელი და 4 თვე პატიმრობაში. ნორა კვიციანის თქმით, დღეს მისი ძმა, ემზარ კვიციანი პატიმარია, რომელიც საქართველოში თავისი ნებით ჩამოვიდა და გამოძიებას არ გაურბის. მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა გირაოთი ან თავდებით ემზარ კვიციანის გათავისუფლება, რაც სხვა ბრალდებულების მიმართ მოხერხდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია