დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენმდივანი "წითელ ხიდს" ესტუმრა
ავტორი:
2014/მარტი/16 17:00:02
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მიკურია "წითელ ხიდს" ესტუმრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სტუმარი დეტალურად გაეცნო საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას, დაინტერესდა იმ ტექნოლოგიური სიახლეებით, რომლებიც სისტემაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრების მიზნით დაინერგა და ქართველი კოლეგების მიერ გაწეულ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა.
"წითელ ხიდზე" სტუმარს შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საერთაშორისო დეპარტამენტების წარმომადგენლები ახლდნენ.
დღესვე კუნიო მიკურიასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შორის შეხვედრა გაიმართება. საუბარი მსო-სა და საქართველოს საბაჟო სტრუქტურას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხება.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოში მსო ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. კონფერენცია 17-18 მარტს, თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია