დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველო დატოვა
ავტორი:
2014/მარტი/15 20:30:03
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით საქართველო დატოვა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ქართველი კოლეგის მოწვევით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 14 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ვიქტორ პონტას და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა და ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.
ვიზიტის მეორე დღეს რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ოფიციალური ვიზიტი საქართველო-რუმინეთის მორაგბეთა მატჩზე დასწრებით დასრულდა, რომელზეც გამარჯვება ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" მოიპოვეს.
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან ერთად იმყოფებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია