დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - პარაფირებული დოკუმენტის თარგმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს
ავტორი:
2014/თებერვალი/06 13:00:03
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებული დოკუმენტის სრულად თარგმნის გარდა, მისი ადაპტირებული ვარიანტის თარგმნაც მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
"დოკუმენტის პირველადი თარგმანი უკვე არსებობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვა ზუსტ შესაბამისობაში იყოს მის იურიდიულ დატვირთვასთან და მნიშვნელობასთან. ამიტომაც, თარგმნის შემდეგ ის გადის რევიზიას, შესაბამისი ინტერუწყებათა ჯგუფის მიერ, რომელიც ახორციელებს თარგმნილი, 100-გვერდიანი დოკუმენტის კიდევ ერთხელ შემოწმებას და დეტალების დაზუსტებას. ანალოგიური ამოცანის წინაშე დგანან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რადგან ეს ყველაფერი 28 ქვეყნის 24 ოფიციალურ ენაზე უნდა "გამრავლდეს". გარდა ამისა, იმისთვის, რომ ჟურნალისტებს, ექსპერტებს და დაინტერესებულ პირებს სხვა საქმისთვისაც გამოვუთავისუფლოთ დრო, 1000 გვერდიანი დოკუმენტის ძირითადი ნაწილი 200 გვერდამდე დავა და მოხდება შემჭიდროვებული ვარიანტის თარგმნაც, რომელშიც იქნება ასახული შეთანხმების ძირითადი ელემენტები", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარაფირებული დოკუმენტის თარგმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და როგორც კი მას საბოლოო სახე მიეცემა, "აუცილებლად გამოქვეყნდება".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია