დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს
ავტორი:
2014/ივნისი/10 15:00:02
ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, - ასე ეხმაურება კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ახმედ იმამყულიევთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იქნება ეს ცესკო, სასამართლო თუ სხვა. მათ მიერ მიღებულ გადაწყვტილებებს პატივს ვცემთ მიუხედავად იმისა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია ის, რაც დღეს მოხდა. დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები ასევე დემოკრატიულად ჩატარდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი და მარნეულის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია აღუდგა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია