დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - არ შეიძლება დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის პატრიარქს ამოეფარო
ავტორი:
2014/მარტი/15 15:30:03
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, როლანდ ახალაია დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის პატრიარქს ამოეფარა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ განაცხადა, მისთვის, როგორც ადამიანისთვის მიუღებელია, რომ როლან ახალაია ხელს იშვერს საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ და აცხადებს, რომ განმუხურში მეგრული ოდა პატრიარქისთვის უნდა აშენებულიყო.
"ეს თავად ახალაიასთვის არის შეურაცხმყოფელი. არ შეიძლება დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის ამოიფარო საპატრიარქო ან პატრიარქი. მე დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს და მეორეც, როგორც შეიძლება, პატრიარქს თანხმობა მიეცა გაუბედურებული ადამიანებისგან ჩამორთმეული, სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული თანხებით რაღაც რეზიდენციის მშენებლობაზე. ეს უბრალოდ დაუჯერებელია და გამორიცხული. ესეც მეტყველებს, რომ ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ თავი გადაირჩინონ", - დასძინა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, დეპუტატის მანდატი ადამიანისთვის დანაშაულის არიდების საშუალებას არ იძლევა და როლან ახალაიას მიმართ დაწყებული პროცესები საზოგადოებამ მის პოლიტიკურ დევნად არ უნდა ჩათვალოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა როლად ახალიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად გარკვეულ საკანონმდებლო ხარვეზზეც ისაუბრა.
"აქ არსებობს იურიდიული შეუსაბამობა. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი. 2004 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სააკაშვილმა რომ ზარზეიმით აღნიშნა, დეპუტატები იმუნიტეტს იხსნიან და მათ პასუხისმგებლობების არ ეშინიათ, სწორედ ამ ფონზე, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა ნორმა, რომლითაც დეპუტატისთვის სისხლის სამართლებრივი დენის დასაწყებად აუცილებელი იყო პარლამენტის თანხმობა. ეს ნორმა არც კონსტიტუციაში და არც პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი არ არის. მაგრამ ეს ნორმა არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც გარკვეული ცვლილებები 2010 წელს და შემდეგაც განხორციელდა. კერძოდ, დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად საჭიროა პარლამენტის თანხმობა. უფრო მაღალი საკანონმდებლო აქტი კონსტიტუცია კი ამ ნორმას არ იცნობს. მსგავს რამეს არ იცნობს არც პარლამენტის რეგლამენტი", _ დასძინა კობახიძემ
მისივე განმარტებით, იურისტების ჯგუფმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ე. წ კოლიზიის თუ საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში.
მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია