დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას
ავტორი:
2018/აპრილი/13 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_4af7a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487838-irakli-kobakhidze-parlamentis-gadzliereba-nishnavs-qarthuli-demokratiis-gadzlierebas.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას ", "datePublished": "2018-04-13 09:23:22", "dateModified": "2018-04-13 09:23:22", "description": "პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_4af7a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე “უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი საჭიროებს თვისობრივ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარება და გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

“ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ეს არის კანონშემოქმედება და ზედამხედველობა. ჩვენ გვჭირდება თვისობრივი გაძლიერება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, კანონშემოქმედებითი ფუნქციების განსავითარებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების განვითარება. ჩვენ მივიღეთ ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის, რომლითაც გაძლიერდა შესაბამისი მექანიზმები. პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. შესაბამისად, ჩვენ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის რეგლამენტზე, რომლითაც უნდა დაკონკრეტდეს საზედამხედველო ფუნქციები და შესაბამისი კონკრეტული ინსტრუმენტები.

კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

“ამ ყველაფერში ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი თანადგომა. განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გჭირდება თანადგომა ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ დღეს ოფიციალურად, არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც იქნება შეტანილი ამ პროცესში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში პარლამენტი არის ცენტრალური რგოლი და შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ქმედითი იქნება, ზოგადად, დემოკრატიული სისტემა საქართველოში.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და კონკრეტულად ევროკავშირის დელეგაციას და კონკრეტულად ბატონ ჰერმანს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი აღმოუჩენენ საქართველოს და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტს. ეს მხარდაჭერა და თანადგომა არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენთვის. ეს მხარდაჭერა არის გამოხატული, მათ შორის კონკრეტულ აქტივობებში, კონკრეტულ პროექტებში და მე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის პროექტები არის ყოველთვის განსაკუთრებულად შედეგზე ორიენტირებული, რისთვისაც მე მინდა კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროკავშირის დელეგაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„საპარლამენტო კონტროლი, როგორც დემოკრატიული მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ სტანდარტის გამოყენება. ეს არის ძალიან სწორი და ბუნებრივი პროცესი, რასაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ქვეყნის მმართველობაზე. საპარლამენტო კონტროლი არ არის ვინმეს ინსპექტირება. ეს არის ურთიერთსასარგებლო პროცესი, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობას, ღიაობას და ურთიერთსასარგებლო მოქმედებას“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ პროცესში, რაც საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო და იქნება გარანტი, რომ პროცესი სასურველ შედეგამდე ეფექტურად მივიდეს.

იანოშ ჰერმანმა რეფორმირების პროცესში პარლამენტის ჩართულობას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნული პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თუ რას მიაღწია საქართველომ ამ მიმართულებით. პარლამენტი აღნიშნული რეფორმების მხარდაჭერაში აქტიური გახდა და მინდა ხაზი გავუსვა პარლამენტის მზარდ როლს აღნიშნულ პროცესში და პირადად აღვნიშნავ პარლამენტის თავმჯდომარის წვლილს, რომელიც აღნიშნული პროცესების წარმმართველი ძალა გახლავთ. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ საქართველოსთან ერთად საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ რეფორმას, რომელსაც სერიოზულად დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რესურსებით“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მან ყურადღება უსაფრთხოების სექტორზე, საპარლამენტო ზედამხედველობაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა ამ მიმართულებით, კომპლექსურია და სრულიად შეესაბამება იმ ზოგად პრინციპებს, რასაც ქვია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი უფრო აქტიური გახდება უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში და უფრო აქტიურ პოზიციას დაიკავებს კონფლიქტური საკითხების პრევენციასა და მოგვარებაში, ანტიტერორიზმისა და ანტირადიკალიზმის მიმართულებით.

პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ექსპერტმა, დევიდ ლიმ წარუდგინა. პრეზენტაციის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროექტის ძირითადი ამოცანების, მიმდინარეობისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს დაეთმო.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის მხარდაჭერას ზედამხედველობის გაძლიერებაში, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მათ შორის პოლიციის), და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა.

„პროექტის აქტივობები მოიცავს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას.

პროექტი ხორციელდება თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან თანამშრომლობით და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მდგრად პროგრესზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით. აღნიშნული მიმართულებით, პროგრესი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით კი ეფექტიანი, მდგრადი ინსტიტუტების განვითარებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები, რათა მიღწეულ იქნეს ადამიანის უფლებების დაცვის და გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით მიღებული მდგრადი შედეგები“, - განმარტავენ პარლამენტის პრესსამსახურში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 18 თვე გრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია