დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუვალ ფუქსი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ისარელიდან დეტალური შეტყობინების მიღებამდე ისარელში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ
ავტორი:
2014/მარტი/14 14:30:03
ისრაელთან უვიზო მიმოსვლა ძალაშია, თუმცა ვიდრე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან დეტალური შეტყობინება არ გამოიგზავნება , ისრაელის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებას არ ურჩევს.
როგორც იუვალ ფუქსმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ მომენტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია, რის გამოც შეჩერებულია რიგი პროექტები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას.
"მადლობთ, რომ დაინტერესდით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის თემით. ძალიან სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში ვერ გესაუბრებით ჰალსტუხით, არამედ - არაოფიციალურად, ვინაიდან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები არიან. მოგეხსენებათ, გაფიცვა დაიწყო რამდენიმე თვის წინ, თუმცა რაღაც პერიოდი გაიყინა, მაგრამ ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა, 4 მარტს გაფიცვა ისევ განახლდა",- აღნიშნა იუვალ ფუქსმა.
მისივე თქმით, ისრაელის საელჩო საქართველოში ვერ ახორციელებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც დღის წესრიგში დგას. ამასთან, ელჩმა მწუხარებით აღნიშნა, რომ ისრაელის საელჩომ ვერ მიიღო მონაწილეობა წინა კვირას გამართულ მნიშვნელოვან ფორუმში.
"ბოდიშს გიხდით, რომ მოცემულ მომენტში ვერ ვაკეთებ ნორმალურად კომენტარს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებითაც, როგორიც არის ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ამ შეთანხმების ხელმოწერა შუეძლებელი იქნებოდა, რომ არა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობა. თუმცა, როცა გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი, რომელიც ამ შეთანხმების მიღწევაში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტანა. მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული, გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელში უვიზოდ იმოგზაურონ. შეთანხმება უკვე ძალაშია და ხალხს შეუძლია უვიზოდ წასვლა. თუმცა სანამ არ გამოიგზავნება დეტალური შეტყობინება და ინსტრუქციები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გირჩევთ თავი შეიკავოთ გამგზავრებისგან", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია