დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროპორციულ სიებში პარტია "ქართულ ოცნებასა" და კოალიციის დანარჩენ წვრებს შორის თანაფარდობა 50-50 % იქნება
ავტორი:
2014/მარტი/14 10:30:02
ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების თანაფარდობა ცნობილია. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, 50 % პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ექნება, დანარჩენ 50 %-ს კი კოალიციაში შემავალი სხვა 5 პოლიტიკური ძალა – "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები", "თავისუფალი დემოკრატები", "მრეწველები" და "ეროვნული ფორუმი" გაინაწილებენ.
"კოალიციის პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, 50 % პროპორციული სიის მიხედვით იქნება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მიერ დასახელებული კანდიდატები, ხოლო დანარჩენი 50 %-ს გაინაწილებენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები. ფაქტობრივად, ეს ის პრინციპია, რა პრინციპითაც ჩვენ წავედით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ასე, რომ რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ვიცე-სპიკერის განმარტებით, კანდიდატებს ის პარტია დააყენებს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია