დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2014/მარტი/12 17:00:02
14-15 მარტს საქართველოს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით შედგება.
ვიზიტის ფარგლებში რუმინელ სტუმარს ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ პირისპირ, შემდეგ კი მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ამასთან, 15 მარტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები რაგბში საქართველო-რუმინეთის თამაშს დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ პონტა შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. გარდა ამისა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თბილისსა და მცხეთაში ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია