დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაზეთი "სევოდნია" – კიევის ყოფილი მერი ევრომაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს 10 მილიონი გრივნით დაეხმარება
ავტორი:
2014/თებერვალი/23 15:00:02
უკრაინული გამოცემა "სევოდნია"-ს ცნობით, კიევის ყოფილი მერი ფინანსურად დაეხმარება ყველა ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც გმირულად დაიღუპნენ ევრომაიდანზე. ლეონიდ ჩერნოვეცკი ოჯახების დასახმარებლად 10 მილიონ გრივნას გამოყოფს.
თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჩერნოვეცკი აცხადებს: " მე მთელი სულით შეძრწუნებული ვარ იმ მსხვერპლით, რომელიც განიცადა უკრაინელმა ხალხმა კიევში მომხდარი კონფლიქტის დროს. არ მყოფნის სიტყვები, რომლითაც შემიძლია გამოვხატო ის ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი. მე ვაცხადებ, რომ გამოვყავი 10 მილიონი გრივნა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ ევრომაიდანზე. კარგად მესმის, რომ ვერანაირი ფინანსური დახმარება ვერ აუნაზღაურებს ამ დანაკლისს მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს. კომპენსაციას მიიღებს ყველა, განურჩევლად იმისა, ვისი მხარდამჭერი იყო დაღუპული - ხელისუფლების თუ ოპოზიციის. მკვლელების გარჩევას დაზარალებულებისგან შევძლებ! ამაში თვითონ ხალხი დამეხმარება.
ახლა ჩემი სამსახურები უკვე მუშაობს მოსამზადებლად ამ საორგანიზაციო პროცესის დასაწყებად.
ვლოცულობ უკრაინისთვის!
მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ სამუშაოების შედეგების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი უკვე 3 წელია საქართველოში ცხოვრობს, კერძოდ, ქალაქ ქობულეთში, სადაც ზღვის სანაპიროზე ფლობს ძალიან დიდ, ლამაზ სახლს.
თავის ფეისბუქგვერდზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გახსნა ფოტოგალერეა, სახელწოდებით " საქართველო, რომელიც მე მიყვარს".

2012 წლის აპრილში ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" . არსებული ინფორმაციით, მისმა ორგანიზაციამ თბილისში გახსნა ბავშთა სახლი, რომელიც შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს და არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში.

მისი ფონდი თბილისში თითქმის 2 წელია ყოველდღიურად ეხმარება 300 სოციალურად დაუცველ მოხუცს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებს ყოველდღიურად ჩერნოვეცკის ფონდიდან ეძლევათ ექთნის უფასო მომსახურება, უფასო მედიკამენტები და ჰიგიენური საფენები. ასევე, ფონდი მათ პერიოდულად ამარაგებს საკვები პროდუქტებით.

უკრაინაში ლეონიდ ჩერნოვეცკი საქველმოქმედო საქმიანობას 15 წელზე მეტია ახორციელებს. მისი ფონდი კიევში ეხმარება უსახლკაროებს და მოხუცებს, ვისთვისაც ყოველდღიურად, მთელი ქალაქის მასშტაბით, მზადდება უფასო სადილი; ასევე, მათ ეხმარებიან მედიკამენტებით.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პირველი მეუღლე ჰყავდა ქართველი, რომლთანაც ორი შვილი ჰყავს. ხოლო მეორე მეუღლესთან, ელენასთან მას ჰყავს შვილი გავრიილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეეძინა და ისინიც საქართველოში გადმოიყვანა საცხოვრებლად.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კიევის მერის პოსტი 2012 წლის 1-ელ ივნისს დატოვა, საკმაოდ მალე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა იანუკოვიჩი. ჩერნოვეცკი ორჯერ იყო არჩეული კიევის მერად, ხოლო მერის პოსტამდე 4-ჯერ იყო არჩეული დეპუტატად უკრაინის უმაღლეს საბჭოში.

კიევის მერის პოსტზე ყოფნის დროს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს უფასოდ გადასცა მიწა კიევის ცენტრში, საუკეთესო ადგილას, საქართველოს საელჩოს მშენებლობისთვის. ასევე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააფინანსა კიევში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლის მშენებლობა ( 300,000 დოლარი), რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლია კიევში.
(R)

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია