დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია კვიპროსში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ავტორი:
2014/მარტი/12 11:30:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტებს ეწვია და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტასოს მიცოპოულოსმა განაცხადა, ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა აქვს ყველა ის სიახლე იხილოს, რაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით დაინერგა.
"კოლეგა მინისტრს ქალაქ ლარნაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერებინეთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ მინისტრი დავით ნარმანია დაინტერესებულია სარეაბილიტაციო პროექტებით, ქალაქების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ასევე, საკითხებით, თუ როგორ შეიძლება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი ურბანული დაგეგმარების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი საშუალება მინისტრისთვის, რათა თავად ეხილა, თუ როგორ ვმართავთ ამ ტიპის პროექტებს და როგორ შეუძლია საქართველოს, მიიღოს ახალი გამოცდილება და გაეცნოს სიახლეებს, რასაც კვიპროსი სთავაზობს," - განაცხადა ტასოს მიცოპოულოსმა.
დღეს ქართული დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრას, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრ იოანის კასოულიდესთანაც გამართავს, რის შემდეგაც დავით ნარმანია მის უწმინდესობას, ნოვა იუსტინიანასა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსს, ქრისოსტომოს II-ს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეეხება.
"ჩვენ ვნახულობთ როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ასევე, ვეცნობით ტექნიკურ დოკუმენტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების მართვისას. ჩემი ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარე გავცვლით ინფორმაციას და გამოცდილებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე მიიღებს ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილებას, რაშიც ჩვენი კვიპროსელი პარტნიორები მემორანდუმის ფარგლებში დაგვეხმარებიან," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია