დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თანაინვესტირების ფონდი - არც ბიძინა ივანიშვილი და არც თანაინვესტირების ფონდი "კარფურთან" არანაირ კავშირშია
ავტორი:
2014/ივლისი/09 10:30:02
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, არც ბიძინა ივანიშვილი და არც თანაინვესტირების ფონდი "კარფურის" საქმიანობასთან კავშირში არ არის.
ამის შესახებ ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"გასულ კვირას მედიის საშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია ისანი-სამგორის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე კომპანია "კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტის მშენებლობის ფარგლებში ხეების მოჭრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნა ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი და არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი არანაირ კავშირშია კომპანია "კარფურის" საქმიანობასთან, მათ შორის ახალი ჰიპერმარკეტის მშენებლობასთან. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია