დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინათინ ხიდაშელმა რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოითხოვა
ავტორი:
2014/მარტი/11 20:30:02
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ALDE–ს ვიცე-პრეზიდენტმა თინათინ ხიდაშელმა სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოითხოვა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ხიდაშელმა განაცხადა, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დაერქვას მარტივ მოვლენებს. მისი თქმით, რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა.
"ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი "განმათავისუფლებლები" უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ რუსეთს დაუდასტუროს, რომ ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანიზაციაა და, შესაბამისად, აამოქმედოს სანქციები სრულად", - მიმართა თინათინ ხიდაშელმა კომიტეტს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია