დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე გადაწყვეტილებას 15 მარტის შემდეგ მიიღებს
ავტორი:
2014/მარტი/11 15:00:02
სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ერთ-ერთ სარჩელზე გადაწყვეტილებას 15 მარტის შემდეგ მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ორი დავა აქვს, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პირველი დავა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივად გამოძევების ფაქტს ეხება.
მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მიწერ-მოწერა იყო სტრასბურგის სასამართლოსთან რამდენიმე კვირის წინ, თუმცა დეტალების გახმაურება იკრძალება.
"მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია არის უცვლელი, ამ პოზიციას კანონის თანახმად იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს და სტრასბურგის სასამართლოსგან მიღებული გვაქვს წერილი, რომ ამ პირველ სახელმწიფოთაშორის დავაზე განაჩენი გაზაფხულზე გამოქვეყნდება. გაზაფხული, საქართველოში იწყება 1 მარტს, მაგრამ საფრანგეთში იწყება 15 მარტს და მთავრდება 15 ივნისს", - აღნიშნა წულუკიანმა.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე დავას, ეს 2008 წლის 11 აგვისტოს სტრასტბურგის სასამართლოში მაშინდელი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ შეტანილ საჩივარს ეხება, აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით.
"მე მინდა წინასწარ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაშიც უცვლელია პოზიცია ქართული სახელმწიფოსი, მაგრამ ეს სამართლებრივად ურთულესი დავაა. ეს არის ის დავა, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს წამოჭრის, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის კუთხით, თითქმის ყველა ნაწილში, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული კუთხითაც ისმის აქა-იქ სერიოზული კითხვები", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მისი მოთხოვნით ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლომ მისცა დამატებითი დრო, რომ საქართველოს სახელმწიფომ პოზიციები გაიძლიეროს და დაიხვეწოს სამართლებრივი კუთხით. ამის ვადა კი საქართველოს მთავრობას 2014 წლის ოქტომბრამდე აქვს.
"ეს არის სამართლებრივად ურთულესი დავა. ეს არის მიმდინარე დავა, რომელიც ალბათ არც 2015 წელს საბოლოოდ არ დასრულდება, რადგან სტრასბურგში ზეპირი განხილვა უნდა შედგეს", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია