დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - "ნაციონალური მოძრაობა" თავს გადაირჩენს, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 19:30:02
საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კრწანისის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანა წარმატებული და სტაბილური იქნება.
"ქვეყანას ეყოლება ძლიერი, ეფექტური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ქვეყნის განვითარებაზე. ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ ამისათვის აუცილებელია ქვეყნის პრეზიდენტი იყოს გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი. ხალხი ხედავს, რომ სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კოჰაბიტაცია ლამის სიამის ტყუპობაში გადაიზარდა, რომ აშკარა ფარული გარიგება მიდის ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბდეს არჩევნები, არ დაუშვან მეორე ტური და ჩემი გამარჯვება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი გადაირჩინოს. "ნაციონალური მოძრაობა" თავს გადაირჩენს თუ გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული, იმიტომ, რომ ის ვერ დაასრულებს კოჰაბიტაციას. ის ამის არც სურვილს გამოხატავს და არც ამის ძალა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებაში" ძალიან მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ კოჰაბიტაციის დამთავრებას კი არა მის გაღრმავებას ცდილობენ", - განაცხადა ბურჯანაძემ

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია