დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის სხდომაზე წიწამურში ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაამტკიცეს
ავტორი:
2014/მარტი/06 14:00:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე 12 საკითხი განიხილა და 12-ვე დამტკიცდა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დამტკიცებული პროექტებიდან განსაკუთრებით გამოყოფს წიწამურში, ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტს. ნარმანია ამბობს, რომ კულტურული, ასევე ინფრასტრუქტურული, ტურისტული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა კონფლიქტისპირა სოფლის გზის გაკეთების პროექტი, კერძოდ ეს არის წალენჯიხა-მუჟავა-ფახულანის გზა საბერიომდე.
"ასევე, დავამტკიცეთ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ თბილისში გაკეთდეს მიუსაფართა თანამედროვე თავშესაფარი. პირველ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები იქნება შესყიდული და ძალიან სწრაფად დასრულდება ეს პროექტი. ძირითადი მონახაზი უკვე გაკეთებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, დანარჩენი პროექტები ძირითადად შეეხებოდა საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია