დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოს უერთდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 03:00:01
საქართველო არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოს უერთდება, რომელიც ქალაქ ჰააგაში მდებარეობს და დაფუძნებულია 1907 წელს მიღებულ კონვენციაზე. როგორც ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამ კონვენციის წევრი არის 116 ქვეყანა, საქართველო კი 117-ე იქნება.
"ამით საქართველო უერთდება კიდევ ერთ საერთაშორისო კონვენციას და კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ერთგულებას და ვალდებულებას, იმოქმედოს კანონისა და მართლმსაჯულების ფარგლებში და საერთაშირისო სამართლის ფარგლებში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია