დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეცწარმომადგენლების ვიზიტი იმართება
ავტორი:
2014/მარტი/05 20:30:03
საქართველოში 5-7 მარტს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი იმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და წარმოადგენს საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სპეციალური წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ მინისტრის მოადგილეთა დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებთან; ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით და შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, მედიის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
ამასთან, ხვალ, 09:30 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ელჩების შეხვედრა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია