დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - რუსეთს არ შეუძლია გრძელვადიან დაპირისპირებაში შევიდეს ნატოსთან და ევროკავშირთან
ავტორი:
2014/მარტი/04 23:30:03
რუსეთს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური კუთხით არ შეუძლია გრძელვადიან დაპირისპირებაში შევიდეს ნატოსთან და ევროკავშირთან , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეკონომიკური იზოლაცია რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს. "უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალაა. მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკურ, ფინანსურ იზოლაციას, ასევე, "დიდი რვიანიდან " გაყვანას და მდიდარი რუსების მიმართ სანქციებს ექნება დამანგრეველი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ამერიკის, ევროკავშირის დაწყებულია, გარკვეულ შედეგს მოიტანს. მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ყველაფერი თავისთავად ნორმალიზებული იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ", - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრი ასევე არ გამორიცხავს უკრაინაში ქართველი პარლამენტარების ვიზიტსაც. "რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა სატელეფონო კონსულტაციები უკრაინელ კოლეგასთან. მე მქონდა საუბარი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან. ჩვენ ვთვლით, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ჩვენი პარლამენტარების ვიზიტი უკრაინაში. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, დღეს მიდის ბირთვული ქვეყნების და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების დიალოგი და ამ დიალოგში საქართველომ სწორი პოზიციონირება უნდა გააკეთოს. ეს უნდა იყოს მტკიცე და განპირობებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის მხარდაჭერით",-განაცხადა ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია