დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შტეფან ფულე - ასოცირების ხელშეკრულება არის ინვესტირება საქართველოს მომავალში
ავტორი:
2014/მარტი/04 19:30:03
ასოცირების ხელშეკრულება სწრაფი დასაქმების, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური წარმატების მოკლე გზა არ არის – ამაზე არასამთავრობო სექტორთან შეხევდრისას ევროკომისარმა შტეფან ფულემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ეს ხელშეკრულება ინვესტირებაა საქართველოს მომავალში.
"რას ეხება ასოცირების ხელშეკრულება: - ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულება. რეფორმები საქართველოს მიამსგავსებს ევორკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ის ქართულ საზოგადოებაში მოიტანს ევროპულ მთავარ ფასეულობებს - ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობას და კანონის უზენაესობას. მოიტანს პროგნოზირებულობას და თანმიმდევრობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არა მარტო წესებსა და რეგულაციებში, რომელიც მართავს ეკონომიკურ აქტივობას. ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს ყველა ქართველისთვის. მოკლედ, ეს ხელშეკრულება არის ინვესტირება საქართველოს მომავალში", – აღნიშნა შტეფან ფულემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია