დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის
ავტორი:
2014/ივნისი/14 19:30:01
15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან: #1 - კახა კუკავა ("არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)"), #3 - დიმიტრი ლორთქიფანიძე ("ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია") #5 - ნიკანორ მელია (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), #6 - გიორგი გაჩეჩილაძე ("გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია"), #7 - მიხეილ სალუაშვილი ("უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე") , #8 - ირმა ინაშვილი ("დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ) #9 - სერგო ჯავახიძე (ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს!" ), #11 - ირაკლი ღლონტი ( "ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები" ), #13 - გიორგი ლაღიძე ("მომავალი საქართველო"), #18 - თეიმურაზ მურვანიძე ("სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა"), #20 - ასმათ ტყაბლაძე ("შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"), #30 - გიორგი ლილუაშვილი ("მერაბ კოსტავას საზოგადოება" ) #36 - როინ ლიპარტელიანი ("საქართველოს მშრომელთა საბჭო"), #41 - დავით ნარმანია ("ქართული ოცნება" ).
გარდა მერისა, თბილისი დღეს საკრებულოსაც აირჩევს, 50 წევრიდან 25-ს - პროპორციული სიით, 25-ს კი - მაჟორიტარული წესით.
ბოლო მონაცემებით თბილისის 10 საარჩევნო ოლქში 918 667 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 132 697 სამგორის საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ცოტა, 41 118 კი - კრწანისში.
მერის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია