დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - მნიშვნელოვანია, უკრაინაში პროცესები განვითარდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით
ავტორი:
2014/მარტი/04 15:00:02
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში პროცესები განვითარდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით , - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა აუცილებელია იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს.
"განსაკუთრებით რთულია უკრაინაში არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესები განვითარდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს და უკრაინის, როგორც ქვეყნის, სოციალური, ეკონომიკური და ბევრი თვალსაზრისით განვითარების მაჩვენებლები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო საკითხი, ეს განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებული საკითხია ასევე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია