დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ პრემიერის პარლამენტში დაბარებას სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს
ავტორი:
2018/მარტი/15 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483212-gia-volski-opoziciis-mier-premieris-parlamentshi-dabarebas-situaciis-dadzabvisken-mimarthul-qmedebad-afasebs.html", "headline": "გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ პრემიერის პარლამენტში დაბარებას სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად აფ...", "datePublished": "2018-03-15 12:46:29", "dateModified": "2018-03-15 12:46:29", "description": "პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს. როგორც ვოლსკიმ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ითვალისწინებს პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, თუმცა, როგორ ფორმატში იქნება შეხვედრა, ეს განსახილველი საკითხია.

”ჯგუფის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავ ისეთ ადამიანებთან, ვინც აპრიორი სხვა კონცეპტუალური ხედვით გამოდის. გამოდიან ისეთი მოწოდებებით და განცხადებებით, რომლებიც არანაირად არ განგაწყობს საქმიანი ურთიერთობისთვის. რაც შეეხება პრემიერის მოსვლის საკითხს, ეს თემა განეკუთვნება რეგლამენტის მოთხოვნებს. მე რამდენადაც ვიცი, რეგლამენტში ცვლილებები ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას. როგორ ფორმატში იქნება ეს შეხვედრა, ეს განსახილველი საკითხია. თვითონ შეხვედრის შინაარს, შეხვედრის პათოსს, მე დაძაბული ატმოსფეროს შექმნის მიზანს ვხედავ, რომელიც გაისმის ოპოზიციის მხრიდან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიმდინარე პროცესების საქმიანი განხილვის სურვილი არ ჩანს.

”კონკრეტულად მხედველობაში მაქვს თუნდაც განცხადება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ პრემიერ-მინისტრის დაბარება ხდება მისი მოღალატეობრივი განცხადების განსახილველად. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია, რამდენად საქმიან შეხვედრაზეა ორიენტირებული და რამდენად შესაძლოა დააზიანოს საქართველოში შიდა ვითარება ან საერთაშორისო დამოკიდებულება ამ ყოვლად უსაფუძვლო და ხეპრულმა განცხადებებმა”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლის ფარგლებშიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში.

პარტიების კიდევ ერთი მოთხოვნაა მარტის თვის განმავლობაში პრემიერ–მინისტრის პარლამენტში მისვლა და დეოკუპაციის პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მიღება.

გარდა ამისა, პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ დროულად მიიღონ რეზოლუცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საკითხზე, სადაც ასახული იქნება ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივა. პარტიები ასევე ითხოვენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში, საქართველოს შსს–სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ქვედანაყოფების გააქტიურებას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნული 4 მიმართვა ასახული იქნება სპეციალურ განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა პრემიერ–მინისტრის 11 მარტის განცხადების საპასუხოდ მოამზადეს. აღნიშნულ განცხადებას 12 ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. განცხადების ტექსტთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია