დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ შეგვიძლია რამის გაკეთება, თქვენ გვითხარით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
ავტორი:
2018/მარტი/22 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvililukashenko.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484542-aleqsandre-lukashenko-thu-shegvidzlia-ramis-gaketheba-thqven-gvithkharith-da-chven-aucileblad-dagekhmarebith.html", "headline": "ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ შეგვიძლია რამის გაკეთება, თქვენ გვითხარით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით ", "datePublished": "2018-03-22 14:58:54", "dateModified": "2018-03-22 14:58:54", "description": "მზად ვართ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენ გჯერათ ამ სიტყვების, რადგან ჩვენ არასოდეს და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvililukashenko.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მზად ვართ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენ გჯერათ ამ სიტყვების, რადგან ჩვენ არასოდეს დაგვიღალატებიხართ, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ჩვენ მოვილაპარაკეთ, აუცილებლად გავაკეთებთ. თუ შეგვიძლია რამის გაკეთება, თქვენ გვითხარით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით ქართველი ხალხისთვის საჭირო პროექტების რეალიზებაში. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ 2 000 კმ-იანი დაშორება მინსკსა და თბილისს შორის სიშორე არაა. ჩვენ გვახსოვს, რომ ძმები ვართ, ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში, ერთ ბინაში. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ დასავლეთში, ევროპის ცენტრში გაქვთ საიმედო ბაზა, რომელთანაც შეგიძლიათ არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ვაჭრობა. ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ გჯერათ ამ სიტყვების, რადგან ჩვენ არასოდეს დაგვიღალატებიხართ. ბელორუსი ყოველთვის ღია იქნება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ და დასძინა, რომ მას ძალიან უნდა საქართველოს ყველაფერი კარგად ჰქონდეს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს პატივისცემას და მშვიდობიან არსებობას ამ პლანეტაზე. ეს არის უძველესი ქართველი ხალხი, რომელმაც ცივილიზაციას ბევრი კარგი რამ მისცა. ჩვენ ამას ვაფასებთ და ყოველთვის მზად ვართ, მეგობრობისა და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ“, - დასძინა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 507
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია