დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მაჭავარიანი გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის გადადებას, უკრაინაში განვითარებული მოვლენებით ხსნის
ავტორი:
2014/მარტი/04 14:30:03
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის გადადებას, უკრაინაში განვითარებული მოვლენებით ხსნის.
როგორც ვანო მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ვიზიტის ერთ-ერთ თემად, საქართველო ევროპასთან დაახლოების დაჩქარებულ ტემპებს განიხილავდა. მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე განხილული იქნებოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, კონფლიქტური ზონები და მავთულხლართებთან დაკავშირებული პროცესები.
ვანო მაჭავარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და არ გაუქმებულა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია