დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარგველაშვილი: პრეზიდენტი მჭიდრო დიალოგში იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 19:07:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო. სპორტის სასახლეში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას, მარგველაშვილმა ახალი ხელისუფლების მიერ სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაზე ისაუბრა. "პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის ფონზე სოციალურად ორიენტირებული უპრეცედნტო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. მათ შორის, მნიშვნელოვანია სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც უნდა დავძლიოთ სიღარიბე და შიმშილის პრობლემები. პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ სოფელი ფეხზე არ დადგება. ეს გაკეთდა ერთ წელზე ნაკლებ დროში და კოჰაბიტაციის რეჟიმში. შემდეგი ნაბიჯი პრევენციული ჯადანცვის სისტემის შექმნაა, რაც სპორტის, რეკრეაციის ხელშეწყობის აუცილებლობას გულისხმობს", - განაცხადა მარგველაშვილმა. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. "რეალურ ადგილობრივ თვითმმართველობას საბჭოთა დროიდან არ ვიცნობთ. წინა ხელისუფლებისგან კი მემკვიდრეობით, ცენტრალიზებული სისტემა გვერგო. რეფორმის არსი,ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაციაა. პრეზიდენტი მჭიდრო დიალოგში იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან, მისი დაცვის გარანტი იქნება. სამართლიანობი განცდა ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ერთერთი ქვაკუთხედია", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია